სიახლეები
სიახლეები
ხელისუფლების წარმომადგენლები მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში
19 აგვისტოს, სოფელ ოძისის, მჭადიჯვრისა და შუახევის მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ტრიპოლსკი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილეებთან ერთად.

საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა ისაუბრეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამების შესახებ, მოისმინეს მოსახლეობის საჭიროებები და პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებზეც ერთობლივად იმსჯელეს.

მათ მოსახლეობასთან ერთად აგრეთვე შეაფასეს მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე, დასრულებული და დაგეგმილი პროექტები: საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე სოფელ ოძისში, სადაც საბავშვო ბაღი ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალი გაიხსნა. რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდა სოფლის საჯარო სკოლას და დაგეგმილია დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

სოფელ მჭადიჯვრის მოსახლეობისთვის, გასულ წელს წყალმომარაგების პრობლემა სასმელი წყლის ჭაბურღილის და საუბნო ონკანების მოწყობით ნაწილობრივ გადაიჭრა, თუმცა სასმელი წყლის სარწყავად გამოყენების შემთხვევები ისევ ხშირად ხდება. კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა მჭადიჯვარში არსებულ ამბულატორიასაც, რომელიც წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.

სოფელ ქვემო შუახევში გარე განათებების მონტაჟი დასრულდა, ხოლო უახლოეს მომავალში დაიწყება სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზემო შუახევში.

შეხვედრებზე, სადაც ძირითად საჭიროებებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება იქნა დასახელებული, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს.

მოსახლეობასთან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაციის მიზანია, რეგიონებში არსებული პრიორიტეტების გამოკვეთა და მათი სამოქმედო გეგმაში ასახვა, ხოლო ასეთი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით, აგვისტოდან აქტიურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dusheti.gov.ge/photos/?tab=album&album_id=2379149868871303

FaceBook Twitter Google