სიახლეები
სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა2019 ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აქტიურ ფაზაშია: დღეს, სოფელ ჩანადირთკარსა და გრიგოლაანთკარში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დაათვალიერა მერის წარმომადგენელმა, მურთაზი ბოდაველმა.

სოფელ გრიგოლაანთკარში ხორციელდება დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაცია და მათი მოხრეშვა-მოშანდაკება. სამუშაოებს ასრულებს შპს "არქ ბილდინგი".

სოფელ ჩანადირთკარში დაიწყო სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოებს შპს "თეგი" ახორციელებს.

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთულის 5 სოფელში (საშაბურო, ყარსიმაანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი და მლაშე) დასრულდა მოსაცდელი-ფანჩატურების დამონტაჟების სამუშაოები, რომელიც შპს "არგი ჯგუფმა" შეასრულა.

მერის წარმომადგენლის თქმით, სოფლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტა ეტაპობრივად ხდება, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტების მიხედვით.


FaceBook Twitter Google