სიახლეები
სიახლეები
გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები
2019 წლის 3 სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა გრემისხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ქარქუშაანში, ახალ ბურღულში და პეტრიაანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გათვალისწინებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

სოფელ ქარქუშაანში და ახალ ბურღულში სოფლის დაზიანებული შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები განხორციელდა.

ამჯამად მიმდინარეობს სოფელ პეტრიაანის სასაფლაოსთან მისასვლელი პრობლემური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გიორგი თანიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ სოფლების მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში ექმნებოდა და ამ პრობლემის გადაწყვეტა მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტით მოხდა.

სამუშაობს ასრულებს ინდმეწარმე ალეკო გულიშვილი.
FaceBook Twitter Google