სიახლეები
სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დუშეთის მუნიციპალიტეტში
16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყება დუშეთის და არაგვისპირის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მოსწავლეებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა მიულოცეს.

ზურაბ სეხნიაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის დახმარებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, ყველა I-IV კლასელ მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა სასკოლო ჩანთა და საკანცელარიო ნივთები, ხოლო განათლების სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 10 საჯარო სკოლა და 3 სკოლა-პანსიონი ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ მდგომარეობაში შეხვდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში სამუშაო პროცესი სწავლის პარალელურად გაგრძელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება.

ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლის კარი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში წელს 242 პირველკლასელი მივიდა.

იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dusheti.gov.ge/photos/?tab=album&album_id=2430563753729914
FaceBook Twitter Google