სიახლეები
სიახლეები
დუშეთის მუნიციპალიტეტმა ადაჟის და შაკეის დელეგაციებს უმასპინძლა
დღეს, 30 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა დუშეთთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების - ადაჟის და შაკეის დელეგაციებს უმასპინძლა, ლიეტუვის და ლატვიის რესპუბლიკებიდან.

დუშეთში სტუმრად მყოფმა ადაჟის საკრებულოს თავმჯდომარემ მარის სპრინჯუკმა და შაკეის მუნიციპალიტეტის მერმა ედგარას პილიპაიდისმა, საკუთარ თანამშრომლებთან და ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად განიხილეს საქართველოს, ლიეტუვის და ლატვიის თვითმმართველობების მოწყობა, სოციალურ-ეკონომიკური მხარე და ადგილობრივი მუნიციპალური სერვისების სპეციფიკა.

დელეგაციის წევრებმა დუშეთში სტუმრად ყოფნის პერიოდში მუნიციპალიტეტის ძირითადი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, ხოლო დღევანდელი შეხვედრისას დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯები კულტურის, ტურიზმის და საგანმანათლებლო მიმართულებით.
FaceBook Twitter Google