სიახლეები
სიახლეები
ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები
დაბა ჟინვალის ცენტრში არსებული სკვერის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგად ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა შეემატებათ.

აღნიშნულ სკვერში მოეწყობა გარე განათება, სკამები, სასეირნო ბილიკები და დეკორატიული აუზი.

პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება , ხოლო შემსრულებელ კომპანიას შპს "ქართლი" წარმოადგენს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ჩინთში დასრულდა რ/ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები, რომელიც შპს "ზ.ნ.ს"-მ აწარმოა და ნალექის შემთხვევაში, ამ ტერიტორიას დატბორვის საფრთხე აღარ ემუქრება.
FaceBook Twitter Google