სიახლეები
სიახლეები
დუშეთს პრიენაის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ესტუმრა
დღეს, 23 ოქტომბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის, კერძოდ დუშეთთან დამეგობრებული პრიენაის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ესტუმრა.

პრიენაის მუნიციპალიტეტის მერმა ალვიდას ვაიცეკაუსკასმა, მერის მრჩეველმა აგნე დარგუჯენემ, მუნიციპალური საბჭოს წევრებმა გინტაუტას ბარტულისმა და დევიდას დარგუზისმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ინაშვილთან ერთად მოინახულეს ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები, ხოლო ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურის, ტურიზმის და საგანმანათლებლო მიმართულებით ლიეტუვასა და საქართველოს შორის.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
FaceBook Twitter Google