სიახლეები
სიახლეები
ჭართლის ადმ. ერთეულში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები
ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების უმრავლესობა დასრულდა:

სოფელ ჭალისოფელში, მენესოში, ჭართალსა და ჯუღისში გაკეთდა გარეგანათების ქსელი;

სოფელ სონდაში, ჯუღისში, მენესოსა და მუგუდაში მოეწყო მოსახლეობის თავშეყრის ადგილები;

სოფელ ვაშლობსა და მუგუდაში აშენდა ინვენტარის საწყობები.
შესაბამისი სამუშაოები აწარმოეს შპს "ჩადაკო"-მ და ი.მ "შალვა კედელაშვილმა".

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა ჭართლის საჯარო სკოლის მიმდებარედ მოცურების საწინააღმდეგო ლითონის ბაგირების და ორი ცხაურის მოწყობა, რომელსაც შპს "ზ.ნ.ს" ახორციელებს.

ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ზურაბ ჩიტაურის თქმით, სოფელ მუგუდაში, ხამუშასა და ბუჩაანთკარში გაზის საქართველოს ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა გაზიფიცირების სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება გამრიცხველიანების პროცესიც.
FaceBook Twitter Google