სიახლეები
სიახლეები
ლაფანაანთკარის ადმ. ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაო
ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხრდაჭერის პროგრამა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს:

მერის წარმომადგენლის, მანანა ჯუხარაშვილის ინფორმაციით, კოშკასყელში, ხიზნებში, ნოჯასა და ნოჯიკეთში დაიწყო სოფლამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები, რომელსაც ი.მ "თემური ალბექიონი" ასრულებს";

სასმელი წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ლაფანაანთკარსა და მაღრანში, ხოლო სოფელ დავათში ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

სოფელ აბანოსხევის ცენტრში ეწყობა სკვერი, რომელიც დასასვენებელ-გასართობ სივრცედ გადაიქცევა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისათვის.
საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს შპს "მამული".
FaceBook Twitter Google