სიახლეები
სიახლეები
დუშეთში სოციალური საწარმო-სამკერვალო გაიხსნა
სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, საერთაშორისო ორგანიზაცია "Save the Children"-ისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით ქალაქ დუშეთში დაარსდა სოციალური საწარმო-სამკერვალო, რომლის ძირითადი მიზანია ბენეფიციარებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება და მათთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ბენეფიციარებს ჩაუტარდათ მკერავისთვის საჭირო სწავლებები,რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს ჭრა-კერვა, კონსტრუირება, ესკიზის აგება, თარგის გამოჭრა, დიზაინი და ა.შ.

ამჟამად სოციალური საწარმო აგრძელებს მეორე ეტაპზე მუშაობას, რომელიც მოიცავს საწარმოს ბენეფიციარების დასაქმებას და მარკეტინგის უნარების შესწავლას.

31 ოქტომბრის გახსნის ღონისძიებას, პროექტის განმახორიცელებელ ორგანიზაცია "ეკოსოკოს" წარმომადგენლებთან და ბენეფიციარებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იოანე ლაშხი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის "ახალგაზრდობა ცვლილებისათვის" (EU4Youth) ფარგლებში.
FaceBook Twitter Google