სიახლეები
სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სეფეში, გვიდაქესა და ყველაანში გზების მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილის დაცვის მიზნით, გათვალისწინებულია სანიაღვრე მილების მოწყობა და მოშანდაკებაც.

სოფელ სეფეში ასევე რეაბილიტირდება საავტომობილო ხიდი, რომელზე გადაადგილებაც აქამდე პრობლემური და საფრთხის შემცველი იყო.

ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, თენგიზ ბედოიძის თქმით, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
FaceBook Twitter Google