სიახლეები
სიახლეები
პროექტის პრეზენტაცია "არაგვის თემთა მდგრადი განვითარება"
დღეს, 15 ნოემბერს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდის" წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

ვოიტეხ კუბეცმა და სალომე ბაკაშვილმა ისაუბრეს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მნიშვნელობაზე, სადაც მდგრადი მეტყევეობის განვითარება, ტურისტული ბილიკების მარკირება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და განათლების სფეროს მხარდაჭერა მთავარი ფაქტორებია.

"არაგვის თემთა მდგრადი განვითარება" ოთხწლიანი პროექტია, რომლის მიზანიც დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მუდმივად ან სეზონურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა, რომელიც აქტიურად ჩაერთვება არაგვის ლანდშაფტის განვითარებაში.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება მიეცა დაესვა კითხვები მიმდინარე საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით (https://georgia.peopleinneed.eu/…/sagranto-konkursi-proek-t…) და მიეღო რჩევები ექსპერტებისგან.

შეხვედრას საკრებულოს, მერიის და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.
FaceBook Twitter Google