სიახლეები
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა-სემინარი
18 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა-სემინარი თემაზე: "ჟინვალის მიწის კაშხლის შესაძლო ავარიის შემთხვევაში წყლით დატბორილი ტერიტორიების რისკის ზონების დადგენა და საგანგებო სიტუაციაში მოსახლეობის ქცევის წესების შეფასება".

საგრანტო პროექტი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა - გივი გავარდაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
FaceBook Twitter Google