სიახლეები
სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფელ მაღაროსკარსა და დაბა ჟინვალში
დღეს, 29 იანვარს, დაბა ჟინვალსა და მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ კრებებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად დაესწრო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას პროგრამის მიზნები გააცნეს და მათგან საპროექტო წინადადებები მოისმინეს.

სოფლებში განსახორციელებელი პროექტები საერთო კრების წევრებმა ღია კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს:
დაბა ჟინვალში - საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის შემოღობვა;
სოფელ მაღაროსკარში - დაზიანებული გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია;
სოფელ ქალილოში - სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ტარდება. შეხვედრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.
FaceBook Twitter Google