სიახლეები
სიახლეები
შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან.
დღეს, 4 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილთან ერთად პირმისანთკარის, ვარსიმაანთკარის, ყარსიმაანთკარის, ნაგლიაანთკარის, საშაბუროს და ბაგას მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივებმა სოფლებში განსახორციელებელი პროექტები საერთო კრებაზე ღია კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს:

პირმისაანთკარის და ვარსიმაანთკარის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ყარსიმაანთკარის მოსახლეობამ - სანიაღვრე არხების მოწყობა, საშაბუროში - შიდა გზების მოხრეშვა, სოფელ ბაგაში - გარე განათების სისტემის მონტაჟი, ხოლო ნაგლიაანთკარში - მინი სტადიონის მოწყობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სოფლებში 10-დან 20 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
FaceBook Twitter Google