სიახლეები
სიახლეები
ზურაბ სეხნიაშვილმა დაბა ჟინვალთან შეფერხებულ მგზავრებს საკვები გადასცა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო გადაადგილება მესამე დღეა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია.

დაბა ჟინვალთან გაჩერებული მგზავრები დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა მოინახულა და მათ ცხელი საკვები და წყალი მიუტანა. ავტომანქანების მძღოლებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს.
FaceBook Twitter Google