სიახლეები
სიახლეები
შეხვედრა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით
დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიწის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს, მერის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სააგენტოს თანამშრომლებმა ვრცლად ისაუბრეს მიწის რესგისტრაციის პროცესებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესზე.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ზაქარია ხეხელაშვილი და თამაზ უნდილაშვილი.

ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ იხილეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://napr.gov.ge/p/1899
FaceBook Twitter Google