სიახლეები
სიახლეები
ქ. დუშეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
გრძელდება ქ. დუშეთის შემოსასვლელში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება არსებული ტერიტორია და მოეწყობა ბორდიურები.

მიმდინარე სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა დაათვალიერა.
FaceBook Twitter Google