სიახლეები
სიახლეები
ზურაბ სეხნიაშვილი გრემისხევის ადმ.ერთეულის მოსახლეობას შეხვდა
დღეს, 25 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ.

მათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლოებას მიაწოდეს შესაბამისი ინსტრუქციები და რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში და აღნიშნულ სიტუაციაში სახლებში დარჩენა ურჩიეს.

საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად გაგრძელდება.
FaceBook Twitter Google