სიახლეები
სიახლეები
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 22 აპრილის გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა დილის 6 საათიდან 8 საათამდე, ანუ 2 საათის განმავლობაში და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე, ანუ 1 საათის განმავლობაში გადაადგილდს.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების  წესები.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და რეგიონული შტაბები განახორციელებენ შესაბამისი ნებართვების გაცემას.

FaceBook Twitter Google