სიახლეები
სიახლეები
გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია გრძელდება
გუდამაყრის ხეობის მოსახლეობის ფართოზოლოვანი ინტერნეტით უზრუნველსაყოფად, განახლდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაფინანსებული ინტერნეტიზაციის პროექტით დაგეგმილი სამუშაოები.

გუდამაყრის სოფლების უმრავლესობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2019 წელს უკვე დამონტაჟდა, საბოლოოდ კი ხეობის 22 სოფლის 270 ბენეფიციარს შესაძლებლობა მიეცემა, ისარგებლოს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი ელექტრონული მომსახურებებით.

ფშავ-ხევსურეთი-გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებაში დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან ერთად ჩართულნი არიან: ააიპ "მთის სათემო ქსელი", საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), ISOC-ის ევროპის ოფისი, სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო", საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია, ჩეხეთის საელჩო საქართველოში, კომპანია "ვეონი საქართველო", შპს "ინტელკომ ჯგუფი", შპს "დიგიტალ ტექნოლოგი", შპს "სქაიტელი" და შპს "ენბი ნეტი".
FaceBook Twitter Google