სიახლეები
სიახლეები
სტუმრად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან
დღეს, 9 მაისს, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, ფაშიმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის მისალოცად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს სახლში ესტუმრნენ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ფულადი ჯილდო, ხოლო მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულისგან სასურსათო პაკეტები გადაეცათ.

2020 წლის მდგომარეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 6 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი: შალვა ხოსრუაშვილი, რევაზ ბერბერაშვილი, ოთარ მახარაშვილი, მარიამ სალიაშვილი, გულნაზი ასპანიძე და ეთერი ბოძაშვილი.
ისინი საქართველოს მთავრობის მიერ ჯილდოვდებიან საიუბილეო მედლით "ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი".
FaceBook Twitter Google