სიახლეები
სიახლეები
დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა
დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, 5 მაისის შემდეგ ეტაპობრივად განახლდა. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვით, აგრძელებენ შესაბამის საქმიანობას მუნიციპალიტეტში.

დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან იოსებ ღარიბაშვილთან ერთად დაბა ჟინვალსა და ქ. დუშეთში მიმდინარე ინფრასტუქტურულ სამუშაოებს გაეცნო:

დაბა ჟინვალში გრძელდება საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც შპს "საგზაო 7" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 373 470 ლარია.

ქ. დუშეთში დაიწყო N1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც კეთილმოეწყობა როგორც შენობის შიდა ინტერიერი, ისე სკოლამდელი აღზრდის ფილიალის ეზოც. ბესიკ ბიჩნიგაურის თქმით, პროექტი ითვალისწინებებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის სივრცის ფორმირებას და ეს პროცესი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

ქ. დუშეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფარნავაზის და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს, სადაც მიმდინარეობს მოასფალტებისა და ბორდიურების მოწყობის პროცესი. სამუშაოებს შპს "როუდ სოლუშენი" აწარმოებს.

აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება მუნიციპალიტეტში.
FaceBook Twitter Google