სიახლეები
სიახლეები
ბაზალეთის და მჭადიჯვრის ადმინისტრ. ერთეულში მიმდინარე სამუშაოები
დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს, დუშეთის მუნციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, ბაზალეთისა და მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ:

სოფელ მჭადიჯვარში დაიწყო ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი, რომლის დასრულების შედეგადაც ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პატარა აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა და სასწავლო სივრცე ექნებათ.

მიმდინარეობს მჭადიჯვრის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, რომელსაც შპს "როუდ სოლუშენი" ასრულებს.

დასასრულს უახლოვდება სოფ. ბაზალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის ასფალტის საფარის ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს შპს "საგზაო 7".

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, მერია აღნიშნული სამუშაოების ხარისხის კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს.
FaceBook Twitter Google