სიახლეები
სიახლეები
სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის აგრობარათების მიღება გამარტივდა!
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგრობარათების მისაღებად, საკმარისია ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ, სხვა თანამესაკუთრეებისგან მიღებული წერილობითი თანხმობის წარმოდგენა.
თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე.
ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც.

აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - მყლიბერტყ.გე უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

FaceBook Twitter Google