სიახლეები
სიახლეები
გრემისხევის მოსახლეობის საყურადღებოდ
საქართველოს მთავრობის დავალებით, საავტომობილო გზების დეპარატამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას იწყებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება სოფელ მიქელიანში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზა. ამ გზით სარგებლობს როგორც გრემისხევის თემში შემავალი 11 სოფლის (ციხისუბანი, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ციგრიიანთკარი და სხვა), ისე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სოფლების მოსახლეობა და სოფელ მიქელიანთან, მდინარე ნარეკვავზე არსებული წყალსაცავის მომსახურე პერსონალი. აღსანიშნავია, რომ ეს სოფლები რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით და პრობლემები იქმნება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით. ამასთან, სოფლები გამყოფ ხაზთან მდებარეობს. არსებული გზა არის გრუნტოვანი და ძლიერ დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდება, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში.

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციით, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტი კი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2021 წლებში ჩატარდება.
FaceBook Twitter Google