სიახლეები
დუშეთის პირველ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 868 848 ლარია, ხოლო პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითრების ფონდიდან დაფინანსდება.

ვაჟა-ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამორტიზებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც შიდა ისე გარე ნაწილში ჩატარდება. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები გათვალისწინებულ ვადებში 365 დღეში უნდა დაასრულოს.

დუშეთის N1 სკოლაში ამჟამად ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დუშეთის ნომერ მეორე სკოლაში ივლიან.
| ბეჭდვა |