სიახლეები
სიახლეები
იანტალოს ხიდის რეაბილიტაცია
ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იანტალოს ხიდის მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ბიჩნიგაურმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს: სოფელ ქვეშეთში, სადაც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა დაზიანებული სამანქანო გადასასვლელის გამო, ამჟამად უკვე ახალი კაპიტალური ხიდი აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე გაიწმინდა იანტალოს ხევი, მოეწყო დამცავი გაბიონები, ხოლო კალაპოტი დაიფარა ბეტონის ტერასებით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული გადაადგილების პრობლემა სრულად მოეხსნება.
FaceBook Twitter Google