სიახლეები
სიახლეები
მოსახლეობის საყურადღებოდ!
3 აგვისტოდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს მთავრობის N447 დადგენილებით მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დამატებულ სოფლებში მცხოვრებ პირთა რეგისტრაცია დაიწყო.

ფიზიკური პირი, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში, სტატუსის მისაღებად განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო განცხადებას უნდა დაერთოს:

1) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2) მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
3) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;

4) სამი ფოტოსურათი, (რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის ცხოვრების ფაქტს მაღალმთიან დასახლებაში); - ან მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგ: კომუნალური); - ან ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამუშაო ადგილიდან; - ან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.

სოფელ ბაქაქურების, ზემო კოდისწყაროს, ქვემო კოდისწყაროს, ზემო შუახევის, ქვემო შუახევის, ილტოზას, პეტრიაანის, ქედელობის, ახატნის, ბაგის, ბაზალეთის, ვარსიმაანის, გრიგოლაანთკარის, მაღრანის, მეზვრიაანთკარის, პირმისაანის, საკრამულის, უნდილაანთკარის, ქერიაანთკარის, ყარსიმაანთკარის, ყვავილის, ჩანადირთკარის, ჩირდილელიანთკარის, ციხევდავის, ციხისუბნის, წიწამურას, ჭილურტის, ახალი კადოეთის, ახალი ტონჩის, გრემისხევის, ლაზვიაანის, ნაგლიაანთკარის, ჩუბინიაანთკარის, ძველი საკრამულის და ახალციხის მაცხოვრებლებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
FaceBook Twitter Google