სიახლეები
სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში
ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს:
- სოფელ ზოტიკიანთკარში და სოფელ ჭივილაანებში ეწყობა ხევზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდები, რის შედეგადაც მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილდება;
- სოფელ ცივწყაროში მიმდინარეობს მინი-ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, რომლის ფარგლებშიც მოედანი დაიფარება ხელოვნური ბალახის საფარით და აღიჭურვება შესაბამისი სტანდარტებით.
- სოფელ ანანურში კეთდება სპორტული დარბაზი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
მუნიციპალიტეტის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
FaceBook Twitter Google