სიახლეები
სიახლეები
დუშეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
დასუფთავების კამპანია - "დავასუფთაოთ მსოფლიო" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ "დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურის" თანამშრომლები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავერს.

საქართველოში დასუფთავების აქციები ტარდება პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების - "საქარველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე", საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი", მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა" და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

მსოფლიო დასუფთავების დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოში.

2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია - "ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის".
FaceBook Twitter Google