მერიის სიახლეები
ოქტომბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან და საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ასლამაზიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრისა და მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ქალაქ დუშეთში 22 ოქტომბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხილვა წარმოადგენდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ღონისძიების ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს მაღალმთიანი ფშავის, ხევსურეთის, გუდამაყრისა და ბარის ტრადიციებს, დაგეგმილია ეთნო-კუთხეების მოწყობა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ექნებათ გამოფინონ ტრადიციული ნაწარმი და პოპულარიზაცია გაუწიონ მას.
"სამწუხაროდ წელს სტიქიურმა მოვლენებმა დუშეთის მუნიციპალიტეტი და განსაკუთრებით მისი მთიანი ნაწილი საგრძნობლად დააზარალა, რის გამოც დაგეგმილი ღონისძიებები ადგილზე ვერ ჩატარდა ან თუ ჩატარდა ძალიან მოკრძალებული ფორმით. ამიტომ გადავწყვიტეთ ქალაქი დუშეთი იყოს მასპინძელი ამ გაერთიანებული ღონისძიებებისა და გაფართოებულ ფორმატში ვიზეიმოთ "დუშეთობა" და "მთაბარობა" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.