• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    14
    დეკემბერი
    სამუშაო შეხვედრა

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, დანიური ორგანიზაციის ,,Crossing Borders” წარმომადგენლები მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ და მის საქმიანობას გაეცნენ.

    შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს, ხოლო აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან კი რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს.

    ახალგაზრდებთან შეხვედრა youth4democracy პროექტის ფარგლებში შედგა, რომელსაც ახალგაზრდული ასოციაცია,,დრონი" დანიურ ორგანიზაცია ,,crossing border"-თან ერთად ახორციელებს 12 მუნიციპალიტეტში.

    პროექტის მიზანს წარმოადგენს აქტიური ახალგაზრდებისათვის განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობის მიცემა და მათი მხარდაჭერა.