ოქტომბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან დაზარალებულ მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია კვლავ გრძელდება.
ამჟამად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური მერიისა და "მერსი ქორფსის" წარმომადგენლებთან ერთად გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
"მერსი ქორფსის" პროექტის ოფიცრის არჩილ ფოლოდაშვილის თქმით, აღიშნული დახმარება გადაეცემა ფასანაურის, გუდამაყრის და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 255 ოჯახს, რომლებიც 26 ივნისს მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა დააზარალა.
აღნიშნული სტიქიური შემთხვევის საპასუხოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე შეხვდა ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს, სადაც სტიქიის შედეგად ყველაზე მოწყვლადი და დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების ნივთები ერთობლივად განსაზღვრეს.
ამ შეთანხმების საფუძველზე, კომპანია Xylem Inc.-ის დაფინანსებით, ორგანიზაცია "მერსი ქორფსმა" სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი დახმარების ნივთები შეიძინა და მათ მოსახლეობას გადასცემს.