• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    მაისი
    უხვი ნალექისგან მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები მეოთხე დღეა გრძელდება

    დუშეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები მეოთხე დღეა გრძელდება.

    მიუხედავად უამინდობისა, მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერის წარმომადგენლები შესაბამის ერთეულებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქვეშეთის, გუდამაყრის და ფასანაურის თემში გივი ზურაბაშვილი ადგილზე იმყოფებიან. ისინი ხვდებიან დაზარალებულ მოსახლეობას და ეხმარებიან პრობლემის გადაწყვეტაში.

    მუნიციპალიტეტის კეთილმოწობის სამსახური და ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“ აქტიურად არის ჩართული გაწმენდით სამუშაოებში.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

    ადგილზე კვლავ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება.

    სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს ყოველდღიურ მონიტორინგს უწევს ადგილობრივი ხელისუფლება.