• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    7
    ნოემბერი
    ხევსურეთში გორშეღმის ხეობის სოფლები - წინხადუ, უკანხადუ და ზეისტეჩო ელექტროფიცირდა

    ელექტრომომარაგების სამუშაოები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" შეასრულა.

    ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ახლად მოწყობილი ელექტროგამანაწილებელი ქსელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ ჩიტაურმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

    „აღნიშნული სოფლების ელექტროფიცირება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით მოხდა. აქ ელექტროენერგია მანამდე არასდროს ყოფილა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 70% მაღალმთიანია. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მთას დავუბრუნოთ მთიელი. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გაძლიერება.“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება.

    „ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარებაა. სოფლების ელექტროფიცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური თვალსაზრისით. ელექტროენერგიის მიწოდება ქმნის ახალ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სოფლების განვითარებას, მოსახლეობის ადგილზე დამაგრებასა და დაბრუნებას.

    ჩვენი მიზანია, მცხეთა-მთიანეთის ყველა სოფელს ჰქონდეს თანაბარი პირობები, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ვიცით, რომ აღნიშნული მიმართულებით გვაქვს გარკვეული გამოწვევები, თუმცა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად ტარდება სათანადო ღონისძიებები.“ - განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.