დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილესთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე 2025 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის, 30 სპორტსმენსა და 9 მწვრთნელს, წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო გადაეცა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სპორტსმენებს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და შემდგომი წარმატება უსურვეს. „მადლობას ვუხდი თითოეულ სპორტსმენსა და მწვრთნელს გაწეული შრომისთვის, სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობა. მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრება,“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - გვანცა ესტატიშვილი, ლევან შერმადინი, ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ხელმძღვანელი ლაშა ზურაბიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
დუშეთში, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე ესწრებოდნენ.
საახალწლო კონცერტში მოწვეული შემსრულებლები მონაწილეობდნენ. შემოქმედებითი საღამოს ფარგლებში ასევე მოეწყო საბავშვო აქტივობები და საზეიმოდ აინთო ქალაქ დუშეთის მთავარი ნაძვის ხე.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუკრი უნდილაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი. ასევე, გაკეთდა მილხიდები და გადასასვლელები. სამუშაოები 3 მილიონ ლარზე მეტით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გუდამაყრის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, 2026 წელს შესრულდება პროექტის მეორე ეტაპი, რაც, დამატებით, 3-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გულისხმობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე, ასევე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური და მცხეთა-მთიანეთის სახლემწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მოადგილეებთან - ბესიკ ბიჩნიგაურთან, თამაზ ფოლოდაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან - თეიმურაზ ბექაურთან ერთად, აბანოსხევი-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 6 კილომეტრის სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 400 000 ლარზე მეტით ფინანსდება. „ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა პრიორიტეტია.
აბანოსხევი-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზით სამი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. აქედან გამომდინარე, პროექტი მნიშვნელოვანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოქალაქეები უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ,“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე, ასევე, გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საკრებულოს კომისიებში განხილვის გრაფიკი
4 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - ნუკრი უნდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებაში, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს საბნები, ჰიგიენური საშუალებების ნაკრებები, აგრეთვე სპორტული ტანსაცმელი და შშმ პირთა გადაადგილებისათვის საჭირო საშუალებები გადაეცათ.
25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: 14:00 საათი
25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.