• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN

       მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია მთიანი რელიეფი. ძირითადი ორთოგრაფიული ერთეულებია: კავაკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და მისი განშტოებები: ალევის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლის ქედები და მათ შორის ხეობები. კავკასიონი შემოდის ბორბალოს მთამდე. მისი საშუალო სიმაღლე 3200 მ აღემატება, ხოლო სამხრეთ ნაწილში ვაკე რელიეფით გამოირჩევა ბაზალეთის პლატო, აგრეთვე, არაგვის ხეობის ძირი წითელსოფლიდან ჟინვალამდე და დუშეთის ქვაბული. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულს წარმოადგენს მინერალური წყლები. მათ შორის აღსანიშნავია: "ვაჟას წყარო", ფასანაურის, კიტოხის, ღულის, ხახმატის, ხახაბოსა და შატილის წყლები. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალი წყალუხვი მდინარეა. კავკასიონის სამხრეთი კალთის მდინარეები – არაგვის სისტემა მიეკუთვნება მტკვრის აუზს. არაგვის სისტემას ქმნის მთიულეთის არაგვი, გუდამაყრის არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. ამ სისტემაში ძირითადია მთიულეთის არაგვი. არაგვი ქვემო დინებაში გამოყენებულია სარწყავად. ჟინვალის წყალსაცავი, წყლის სარკის ფართობი 11,5 კმ​2, ჰიდროკომპლექსში ამუშავებს ჟინვალჰესს, ხმარდება თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგებას, აგრეთვე, თბილწყალსაცავის შევსებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე 30-მდე ტბაა, მათ შორის ყველაზე დიდია ბაზალეთის ტბა, რომლის წყლის სარკის ზედაპირის ფართობი 1,24 კმ​2 შეადგენს, ზღვის დონიდან მისი სიმაღლეა 875,5 მ.
       ლანშაფტები: ჭალები უმეტესად ტუგაის მცენარეულითა და ალუვიური ნიადაგებით, გაუვალი მდინარისპირეთი უღრანი ტყეებით. მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით. პლატოსებური მაღლობი ჯაგეკლიანებით და ჯაგრცხინლარი მუხნარით. დაბალი მთები მუხნარითა და რცხილნარით;
       საშუალო მთები წიფლის ტყეებით, ზომიერად ნოტიო ჰავიანი, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; საშუალო მთები ფიჭვნარითა და არყნარით;
    სუბალპური ტყე-მდელოები (სათიბები); ალპური მდელოები მთის მდელო ნადაგებით; სუბნივალური ლანდშაფტები; ნივალური ლანდშაფტების ფრაგმენტები.
       მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში და ახასიათებს სიმაღლებრივი ზონალურობა. დაბალ ნაწილში ჰავა ზომიერად ნოტიოა. ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, ხოლო 3300-3400 მ ზემოთ – მაღალი მთის ჰავა მარადიული თოვლითა და მყინვარებით. ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა დაბალ ნაწილში – 30°C -მდე ეცემა. მაღალმთიან ზონაში - 40°C -მდე. მაქსიმალური ტემპერატურებია, შესაბამისად, 39° და 17°C. დაბალ ზონაში ნალექი წელიწადში 700 მმ მოდის, 1700 მმ-ზე მეტი ნალექი მთიულეთის არაგვის ზემოთ, 800-1500 მმ – მდინარეების ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ზემოთ. 800-1500 მმ – მდინარეების ფშავის, არაგვისა და ხევსურეთის არაგვის აუზებში. თოვლის საბურველის სიმაღლე დაბალ ზონაში უმნიშვნელოა, მაღალმთიან ნაწილში კი ცალკეულ წლებში 3,5 მეტრს აღწევს.