• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    ოქტომბერი
    ლატვიურ ანსამბლ ,,ჩიტებისა’’ და ,,ქალილოს’’ მონაწილეობით, ერთობლივი კონცერტი გაიმართა

    🎶ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, ლატვიურ ანსამბლ ,,ჩიტებისა’’ და კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ ,,ქალილოს’’ მონაწილეობით, ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

    🎵ღონისძიების ფარგლებში, ანსამბლების მიერ შესრულდა ცნობილი ლატვიური და ქართული სიმღერები.

    🔷მუსიკალურ საღამოს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ედიტე მედნესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

    📌ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალი იყო.