• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    28
    მარტი

    “დედამიწის საათთან" დაკავშირებით ქალაქ დუშეთში თემატური აქტივობა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, მსოფლიო საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციასთან, “დედამიწის საათთან", დაკავშირებით, ქალაქ დუშეთში თემატური აქტივობა გაიმართა.

    ღონისძიება ქალაქ დუშეთის I საჯარო სკოლის "ეკო-კლუბისა" და მისი ხელმძღვანელის მარინა კახიშვილის ინიციატივით ჩატარდა. აქტივობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, "დედამიწის საათის" აღსანიშნად, სანთლების დანთებასა და ფრანების გაშვებას გულისხმობდა.

    ღონისძიებაში მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, მოადგილეები - გიორგი ასლამაზიშვილი, გვანცა ესტატიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და „წითელი ჯვრის“ მოხალისეები მონაწილეობდნენ.

    საერთაშორისო ეკოლოგიური აქცია “დედამიწის საათი" ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარების შეწყვეტას გულისხმობს. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით დაიწყო და მისი მიზანია ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის პოპულარიზაცია.

    25
    მარტი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარმომადგენელს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან - ვასილ წიკლაურთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან და თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარმომადგენელს დუშეთის მუნიციპალიტეტში - ბადრი პაპიაშვილს შეხვდა.

    შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.

    კახაბერ ჩიტაურმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე ვეტერანების განსაკუთრებულ დამსახურებაზე და მათ მადლობა გადაუხადა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გაწეული ღვაწლისთვის.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

    23
    მარტი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

    სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.

    სხდომაზე  მომხსენებლად წარდგა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, რომელმაც საკრებულოს წევრებს „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტი გააცნო.

    პროექტი ითვალისწინებს მდინარე დუშეთის ხევზე ნაპირსამაგრი გაბიონების რკინა-ბეტონის კედლებით მოწყობას. აღნიშნული საკითხი მოწონებულ იქნა საკრებულოს წევრების მიერ. საკრებულოს სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილშვილი.

    სხდომას  ასევე  ესწრებოდნენ - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - გიორგი ასლამაზიშვილი, ლევან შერმადინი და გვანცა ესტატიშვილი.

    18
    მარტი

    სამძიმარი

    ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის გარდაცვალებას. ეს უდიდესი დანაკლისია მთელი ერისთვის. ათწლეულების განმავლობაში უწმინდესი ილია II იყო ჩვენი ქვეყნის მტკიცე საყრდენი, რომლის სიბრძნე და უსაზღვრო სიყვარული უმძიმეს ჟამსაც კი გვმატებდა იმედსა და სულიერ სიმტკიცეს. მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის.

    პატრიარქის ღვაწლი ქართული სახელმწიფოებრიობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე შეუფასებელია – მან შეძლო ერის სულიერი აღორძინება და დაგვიტოვა სიკეთით, მოთმინებითა და ურთიერთპატივისცემით სავსე გზამკვლევი. ამ უმძიმეს წუთებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სინოდსა და მრევლს.

    ჩვენი ვალია, ღირსეულად დავიცვათ ის ფასეულობები, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქი მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული და დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი. მისი ხსოვნა ყოველთვის დარჩება ქართველი ხალხის გულში.

    კახაბერ ჩიტაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი

    10
    თებერვალი

    ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი კობაიძე) დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"

     დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი კობაიძეს ინიციატივა ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩისთვის "არქიმანდრიტ სოგრატ ჭულუხაძის სახელის მინიჭების შესახებ"

    გეოგრაფიული ობიექტის აღწერა

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.