• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    ნოემბერი
    ქალაქ დუშეთში, მდ. დუშეთის ხევზე, ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი და მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური ქალაქ დუშეთში, მდ. დუშეთის ხევზე, ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 465 მეტრის სიგრძეზე დამცავი გაბიონის მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 2 190 000 ლარზე მეტს შეადგენს. პროექტი სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების მიზანია მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა.

    „დუშეთის ხევზე აქტიურად მიმდინარეობს დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ, დაცული იქნება მიმდებარე ტერიტორია და შევძლებთ თავიდან ავიცილოთ სტიქიური პროცესებით გამოწვეული რისკები,“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის, საკრებულოს, კონტრაქტორი მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების სხვა წარმომადგენლები.