• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    11
    აპრილი
    დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა

    შეხვედრა ეხებოდა "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ვალდებულებას, შექმნას გამჭვირვალე მმართველობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ხოლო აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში დუშეთის მუნიციპალიტეტს გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება.

    პროექტის კოორდინატორის, გიორგი ნასრაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა მხარს უჭერს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას ოთხი ძირითადი მიმართულებით:

    პოლიტიკური და ინსტიტუციური სტრუქტურების გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე;
    დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით.
    ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება;
    მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება;
    საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

    პროექტის ფარგლებში, ამორჩეულია სამი სამიზნე რეგიონის მუნიციპალიტეტები: მცხეთა-მთიანეთიდან, იმერეთიდან და ქვემო ქართლიდან.

    შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, გაეროს განვითარების ექსპერტები ნათია ფირაშვილი და ეკა დგებუაძე.