• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    აპრილი
    დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებათა კვირეული გაიმართა


    15 აპრილს, ყოფილ სამუსიკო სკოლის შენობაში მოეწყო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისათვის განკუთვნილი წიგნების პრეზენტაცია და მათი გამოფენა-გაყიდვა, გამომცემლობა "წიგნიერის" მიერ. თემატური გამოფენები გაიმართა დუშეთის ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების ფილიალებში.

    16-17 აპრილს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა მლეთის, ქვეშეთის, ჭართლის, ანანურის და ქალაქ დუშეთის სკოლების VI-VII კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის დაგეგმილ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში: "დამწერლობა ქართული" და "ჩვენ ვხატავთ ფიროსმანს".

    პროგრამა "დამწერლობა ქართული" მიზნად ისახავს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არამატარიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბაბის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციას. პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს; სპეციალურად მომზადებული თვალსაჩინოებების საშუალებით, მათ ასომთავრული ტექსტების ამოკითხვისა და შექმნის საშუალება მიეცათ. შემეცნებითი კურსი, რომელიც თავად სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა წარმართეს.

    პროგრამის ფარგლებში "ჩვენ ვხატავთ ფიროსმანს" ექსპერტებმა მოსწავლეებს ფიროსმანის საკუთარი აღქმა გაუზიარეს, ისაუბრეს მხატვრის შემოქმედებით ბიოგრაფიაზე და შესთავაზეს შეექმნათ ვარიაციები ფიროსმანის შთაბეჭდილებით და მისი ტექნიკის გამოყენებით.

    ღონისძიების დასასრულს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები და სპეციალური ალბომები.

    კვირეულს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ექსპერტებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი - ქეთო წიკლაური.