მერიის სიახლეები
11
მაისი
მაისი
დუშეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა
ბაზარში არსებულ სიტუაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ
სეხნიაშვილი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და მერის
წარმომადგენელი შალვა ინაშვილი რაიონული პოლიციის სამმართველოს
თანამშრომლებთან ერთად გაეცნენ. მონიტორინგის მიზნით მათ ადგილზე
დაათვალიერეს თუ რამდენად მომზადებული ხვდება ბაზარი ფერმერებსა და
მომხმარებლებს.
ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, ჩOVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია ხორციელდება ინტენსიურად, ხოლო ბაზრის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად კონტროლდება ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრისა და შპს "დუშეთის დეზინფექციის სამსახურის" მიერ.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.