• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    12
    აპრილი
    დუშეთის ქუჩებში საგზაო ინფრასტუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


    წარმომადგენლის თქმით, ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება დუშეთის ბაზრის ტერიტორიას, სადაც ხდება სავაჭრო დახლების განახლება, ხოლო გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწესრიგება, რომელსაც შპს "არქი ჯგუფი" ახორციელებს.

    კარიაულების დასახლებიდან სოფელ ტონჩის ხიდამდე ასფალტის საფარის დასაგებად, შპს "ენკას" მიერ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები.

    ხოლო როინაშვილის ქუჩის პრობლემურ მონაკვეთზე ტარდება გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაო, რომელსაც შპს "არქი ჯგუფი" ასრულებს.

    სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.