• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    20
    მარტი
    ფოტო-აქცია "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"
    აღნიშნულ აქციაში ბავშვებთან ერთად მონაწილეობდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარე - გიორგი ასლამაზიშვილი.

    მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონიძიებები ტარდება, მათ შორისაა საქართველოც.

    დაუნის სინდრომი ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

    რამდენადაც წინდა ქრომოსომის ფორმას გვაგონებს ამ დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ჭრელ წინდებს იცვამენ. ამავე დროს ჭრელი წინდები კომუნიციკაიისა და ინფორმაციის გაცვლის სიმბოლოცაა.

    21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს გამოცხადდა. თარიღი 21.03 ერთგვარი სიმბოლიკის მატარებელია, რადგან სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.

    "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" რეკომენდაციაა:

    როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია, გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე.