• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    7
    ნოემბერი
    ქალაქ დუშეთში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა
    პარლამენტის წევრმა ერეკლე ტრიპოლსკიმ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა სიმბოლური ლენტი ბავშვებთან ერთად გაჭრეს.

    საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად, ქალაქ დუშეთში ქორწინების სახლიც გაიხსნა და ადგილობრივი წყვილის - ანა ფრიდონაშვილისა და დავით ბარათაშვილის ქორწინება დაარეგისტრირა.

    საქართველოს მასშტაბით 70-ე, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის მეორე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ დუშეთს და 200-მდე სოფელს მოემსახურება. მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიღებას, 24-საათიანი უფასო, უკაბელო ინტერნეტით და ბიბლიოთეკით სარგებლობას. საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებითაც ისარგებლებენ.

    ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ციფრული და ბეჭდური ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდა. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკაზე უფრო დიდ ფართს იკავებს და მის სივრცეში ღონისძიებების მოწყობაც იქნება შესაძლებელი. საზოგადოებრივ ცენტრს აქვს ასევე კეთილმოწყობილი ეზო და სკვერი, რომლის პროექტიც დუშეთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

    ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საზოგადოების სადღესასწაულო განწყობაზე გასართობი შოუ-პროგრამის წამყვანთან ერთად იზრუნეს მუსიკალურმა ბენდმა, ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა. ჩატარდა სახალისო ვიქტორინაც, რომლის გამარჯვებულებსაც ცენტრისგან საჩუქრები გადაეცათ.

    იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dusheti.gov.ge/photos/?tab=album&album_id=2539306719522283&__xts__%5B0%5D=68.ARDupZI-zM5GGkPMS6My7LszkKJ8YN9JjPxRtZ_b0rP4pE5tI6-Fqz9Kn2-wZPY_na_Hw441bjKSLLge-Duk0msnzLLppRecWHIVq_2p4NGwkh8oFmkQ2XCAsFoUQsz3-R-3Puk_AA0f6dRVWJUElsMHMgF1fcF07f7lWrMODct2zD_iTvjkrBvqr-dBKpFRNEv5izULekSsOhWelqh3hGY5B6622HRtrjOnMfEyC3QZJz0eDsG6-UpCuTto2IyiedMnkDA32cqYTpds4660vRgP8ck0bZXJwj42IPZlk9dG3mERkOegjhsH0BrK3RUZAGVZpd4m6MjBIo3ei4JrsLLUIS7aUT8yiM3Kt0MPjSq7bI6N-aEGHJ1NEm_aSIsCQxCmTlAGFqlrXxl7FvHvb92YrgP3K_ryPVGMWwkCwM30HH2OTQicErbR50BZsjMbfInsRsto5_L__h8UI2mD&__tn__=-UC-R