• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    24
    მაისი
    ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის სამედიცინო აქცია ანანურში


    ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ამ აქციით შესაძლებლობა მიეცა, ექიმის დანიშნულებით ჩაეტარებინა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური კვლევები - ექოსკოპია და კარდიოექოსკოპია.

    ასამდე პაციენტს უფასო კონსულტაციები გაუწიეს სპეციალისტებმა შესაბამის სფეროებში: კარდიოლოგია, ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრავმატოლოგია, პროქტოლოგია, ექოსკოპია და თერაპია.

    ანანურში ჩატარებულ სამედიცინო აქციას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი დაესწრო. მან მოსახლეობის სახელით, მადლობა გადაუხადა აქციის ინიციატორებს, რომლებიც პერიოდულად მართავენ სამედიცინო-ჰუმანიტარულ აქციებს დუშეთის მუნიციპალიტეტში.