• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    3
    მაისი
    საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს აპრილის თვის სურსათის მარაგი გადაეცათ
    აპრილის თვის საკვები პროდუქტები გადაეცა.

    ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის ცენტრის" თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად პროდუქტების გაცემის პროცესში პირადად მიიღეს მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და საბავშვო ბაღების პერსონალს გაესაუბრნენ.

    მუნიციპალიტეტის თვრამეტივე საბავშვო ბაღში თითოეულ აღსაზრდელზე 5 სახის პროდუქტისაგან შემდგარი, 56.42 ლარის ღირებულების მქონე სასურსათო პაკეტი (საქონლის ხორცი, ქათმის ფილე, თევზის ფილე, პური, ჩაი) დარიგდა, რის შედეგადაც მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად მოუმზადონ სადილი სახლში პატარებს კვების სრულფასოვანი რაციონით.

    აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელს 17 სახის არამალფუჭებადი პროდუქტისაგან შემდგარი (58.38 ლარის ღირებულების) სასურსათო კალათა გადასცა.