17
აპრილი
აპრილი
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი დღეს გრემისხევისა და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ, სადაც მერის წარმომადგენლებთან ერთად ბენეფიციარებს საკვები პროდუქტი ადგილზე მიუტანეს და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.
უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტი ასევე ბინაზე გადასცეს: ანანურის, გუდამაყრის, ჭართლის, ქვეშეთის, მჭადიჯვრის, ხეობის, ფასანაურის და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა.
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების პარალელურად, დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალური აქტივობები პერმანენტულად გაგრძელდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ამ ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს გვერდში დგომისა და დახმარებისათვის.